მასწავლებლის ბლოგი
Tuesday, January 17, 2012
Saturday, September 10, 2011
ბარათაშვილი
1.პროექტის სახელი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
2.პროექტის მოკლე აღწერა: ბარათაშვილის ავტობიოგრაფია.პოეტის ნაწარმოებები.მოსწავლეები გაეცნობიან ბარატაშვილს,როგორც დიდ ქართველ პოეტს.
3.პროექტის სრული აღწერა:1ჯგუფი-ეძებს ინფორმაციას ბარათაშვილის ავტობიოგრაფიის შესახებ. 2ჯგუფი-ეძებს ინფორმაციას ნაწარმოების შესახებ. 3ჯგუფი-მოიძიებს სურათებს.
4.მონაწილეთა ასაკი: მე-9 კლასი.
5.დრო: 1 კვირა.
6.მოსალოდნელი შედეგები: გაკეთდება პრეზენტაცია,რომელშიც იქნება ბარათაშვილის ავტობიოგრაფია,ცნობები ბარათაშვილის ნაწარმოებების შესახებ სა სურათები.
7.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები ერთმანეთისაგან შეისწავლიან ავტობიოგრაფიას და ნაწარმოებების შესახებ მოაგროვებენ ინფორმაციას.
8.სამუშაო ენა:ქართული.
9.საგნებთან,სასწავლო ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
10.პროექტის ფსილიტატორი:ცირა გურეშიძე
11.ფსილიტატორის ელ ფოსტა:ცირა.გურეშიძე@გმაილ.ქომ
12ბლოგის მისამართი:ცირაგურეშიძებლოგსპოთ.ქომ.
Friday, September 9, 2011
Tuesday, August 16, 2011
სასწავლო პროექტი– ფიროსმანი
1.პროექტის სახელწოდება: სიღატაკე,ფიროსმანი და აქტრისა მარგარიტა
2:პროექტის მთავარი იდეა: შემოქმედებითი უნარების განვითარება.
3.პროექტის აქტუალობა: გაიმდიდრონ ცოდნა ხელოვნებისა და ცნობილი
ადამიანების შესახებ და გაუზიარონ სხვებსაც
4.პროექტის მიზნები: მოიძიონ მასალები სხვადასხვა წყაროებიდან,ამოწერონ,იმსჯელონ არგუმენტებით, დაასახელონ
პრობლემის სხვადასხვა ვერსიები,ეძებონ მათი გადაჭრის გზები
5. მონაწილეთა ასაკი: 12–13წ
6.ვადები: ერთი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: განუვითარდეთ საჭირო უნარ–ჩვევები,
გამოავლინონ შემოქმედებითი უნარი და იმსჯელონ პრობლემის გადაწყვეტაზე.
8.ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, კლასგარეშე ლიტერატურა
და სურათები.
9. პროექტის მსვლელობა/აქტივობები: აქტივობა 1: დაფაზე წინასწარ დავწერ პროექტის სახელწოდებას და გამოკვეთილ პრობლემას, გავაცნობ შეფასების რუბრიკას,
შევუქმნი განწყობას.აქტივობა 2: გამოვიკითხავ რა იციან ფიროსმანის შესახებ,
დაასახელებენ ნახატებს მისი შემოქმედებიდან.აქტივობა 3:დავსვამ კითხვებს მხატვრის ცხოვრების ერთ–ერთი ცნობილი ეპიზოდიდან:ა)იყო თუ არა ფიროსმანი მუდამ ღატაკი?
ბ) ვის ასახელებენ მისი გაღატაკების მიზეზად? გ) უძღვნა თუ არა მან შეყვარებულს მთელი ქონება, რა იცით ამის შესახებ?დ) რა ინფორმაციას ფლობთ ამ კითხვებზე
პასუხის გასაცემად? აქტივობა 4:ბავშვები წარმოადგენენ, აანალიზებენ ლეგენდის ყველა ვარიანტს, ადგენენ მიზეზ–შედეგობრივ კავშირს, აკეთებენ დასკვნებს და პასუხობენ აქტუალურ კითხვას.(მოსალოდნელი პასუხი:)
–ვინაიდან ლეგენდის ყველა ვარიანტში ფიროსმანის სიღატაკის მიზეზად აქტრისა
მარგარიტა სახელდება და მხატვარი მართლაც იცნობდა მას ,შესაძლოა ,მისი სიღატაკის მიზეზიც ის გამხდარიყიო, თუმცა ზოგიერთი მოსწავლე ამ ვარიანტს არ დაეთანხმოს.
ბავშვებს შევაფასებ ინდივიდუალურად, წინასწარ გამზადილი შეფასების რუბრიკით.
10. კავშირი საგანთან: დავამყარებ კავშირს ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა გურეშიძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tsira.gureshidze@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)