Tuesday, August 16, 2011

სასწავლო პროექტი– ფიროსმანი


1.პროექტის სახელწოდება:      სიღატაკე,ფიროსმანი და აქტრისა მარგარიტა
2:პროექტის მთავარი იდეა:    შემოქმედებითი უნარების განვითარება.
3.პროექტის აქტუალობა:        გაიმდიდრონ ცოდნა ხელოვნებისა და ცნობილი
ადამიანების შესახებ და გაუზიარონ სხვებსაც
4.პროექტის მიზნები:      მოიძიონ მასალები სხვადასხვა წყაროებიდან,ამოწერონ,იმსჯელონ არგუმენტებით, დაასახელონ
პრობლემის სხვადასხვა ვერსიები,ეძებონ მათი გადაჭრის  გზები
5. მონაწილეთა ასაკი: 12–13წ
6.ვადები: ერთი  კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: განუვითარდეთ საჭირო უნარ–ჩვევები,
გამოავლინონ შემოქმედებითი უნარი და იმსჯელონ პრობლემის გადაწყვეტაზე.
8.ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, კლასგარეშე ლიტერატურა
და სურათები.
9. პროექტის მსვლელობა/აქტივობები: აქტივობა 1: დაფაზე წინასწარ დავწერ პროექტის სახელწოდებას და გამოკვეთილ პრობლემას, გავაცნობ შეფასების რუბრიკას,
შევუქმნი განწყობას.აქტივობა 2: გამოვიკითხავ რა იციან ფიროსმანის შესახებ,
დაასახელებენ ნახატებს მისი შემოქმედებიდან.აქტივობა 3:დავსვამ კითხვებს მხატვრის ცხოვრების ერთ–ერთი ცნობილი ეპიზოდიდან:ა)იყო თუ არა ფიროსმანი მუდამ ღატაკი?
ბ) ვის ასახელებენ მისი გაღატაკების მიზეზად? გ) უძღვნა თუ არა მან შეყვარებულს მთელი ქონება, რა იცით ამის შესახებ?დ) რა ინფორმაციას ფლობთ ამ კითხვებზე
პასუხის გასაცემად?  აქტივობა 4:ბავშვები წარმოადგენენ, აანალიზებენ ლეგენდის ყველა ვარიანტს, ადგენენ მიზეზ–შედეგობრივ კავშირს, აკეთებენ  დასკვნებს და პასუხობენ აქტუალურ კითხვას.(მოსალოდნელი პასუხი:)
–ვინაიდან ლეგენდის ყველა ვარიანტში  ფიროსმანის სიღატაკის მიზეზად აქტრისა
მარგარიტა სახელდება და მხატვარი მართლაც იცნობდა მას ,შესაძლოა ,მისი სიღატაკის მიზეზიც ის გამხდარიყიო, თუმცა ზოგიერთი მოსწავლე ამ ვარიანტს არ დაეთანხმოს.
ბავშვებს შევაფასებ ინდივიდუალურად, წინასწარ გამზადილი შეფასების რუბრიკით.
10. კავშირი საგანთან:  დავამყარებ კავშირს ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა გურეშიძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:tsira.gureshidze@gmail.com